ვინ იყო კლარა ცეტკინი, რომელსაც ქალები 8 მარტს უნდა ვუმადლოდეთ
ლაიფციგის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული 18 წლის კლარა აისნერისგან ბრწყინვალე პედაგოგი ვერ დადგა, როგორც ამას მისი მასწავლებლები იმედოვნებდნენ. გამოსაშვები საღამოდან რამდენიმე თვეში გოგონა სოციალურ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანდა. მშობლები შოკში იყვნენ და მისი შინაპატიმრობით დასჯაც სურდათ, მაგრამ კლარას მტკიცე ნებისყოფა აღმოაჩნდა. მისი იდეოლოგი, ოდესელი პოლიტიკური ემიგრანტი ოსიპ ცეტკინი თანასწორუფლებიანობის შესახებ ისე მჭევრმეტყველობდა, რომ გოგონა მას თვალს ვერ წყვეტდა. ის ლამაზი არ იყო, თუმცა ინტელექტი ძალიან მიმზიდველს ხდიდა. როდესაც მიხვდა, რომ კლარას შეუყვარდა, მისგან თავი შორს დაიჭირა. კლარა კი დანებებას არ აპირებდა. მალე ის "ველურადაც" მონათლეს. ეს ზედმეტსახელი მას მეგობრებმა იმ გზნებისთვის შეარქვეს, რომელსაც ის რევოლუციური იდეების გავრცელებაში იჩენდა. 1880 წელს ოსიპი გერმანიიდან გააძევეს, ის საფრანგეთში გადავიდა. კლარა კი პარტიულ დავალებებს ავსტრიასა და შვეიცარიაში ასრულებდა. ის საყვარელ მამაკაცთან ჩასვლას ცდილობდა, მაგრამ პარიზში გამგზავრების ნებართვა მხოლოდ ...