Сообщения

Сообщения за ноябрь, 2016

ბონი და კლაიდი

Изображение
ბონი და კლაიდი   — ბონი პარკერი და კლაიდ ბაროუ, დიდი დეპრესიის  პერიოდის ცნობილი ამერიკელი მძარცველები, შეყვარებულთა დანაშაულებრივი საქმიანობის სიმბოლოები. ბონი ელიზაბეტ პარკერი (Bonnie Elizabeth Parker)  - დაიბადა 1910 წლის 1 ოქტომბერს ქალაქ როვენაში, ტეხასი. როცა ის 4 წლის იყო, გარდაიცვალა მისი მამა და დედა სამი შვილითურთ გადავიდა საცხოვრებლად დალასისგარეუბანში. მიუხედავად სიღარიბისა, ბონი სკოლაში კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით ლიტერატურას. მოგვიანებით მან დაწერა ლექსი ” The Story of Bonnie and Clyde ”, რომელიც გაზეთებში იქნა გამოქვეყნებული. 1926წლის 25 სექტემბერს16 წლის პატარა ბონი (სიმაღლე 150 სმ, იწონიდა 41 კგ-ს) ცოლად გაყვა როი ტორნტონს. 1927 წელს დაიწყო ოფიციანტად მუშაობა კაფე ”მარკოში” აღმოსავლეთ დალასში. მეუღლე კვირების მანძილზე უჩინარდებოდა, ამიტომაც 1929 წელს ისინი გაცილდნენ ერთმანეთს, თუმცა ოფიციალურად არ განქორწინებულან და ბონიც სიკვდილამდე ატარებდა საქორწინო ბეჭედსა და ტა...