9 აპრილი თაობების ტკივილია...

საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობასთან ერთად, ავტონომიურრეგიონებში გამოცოცხლდნენ სეპარატისტული ძალები, რომლებსაც რუსეთის რედაქცია ასაზრდოებდა. ყველაზე შეურაცხმყოფელი სეპარატისტული განწობილება გამოვლინდა გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში აფხაზეთის ნაციონალისტების თავყრილობაზე, სადაც 1989 წლის 18 მარტს 30 000 აფხაზი შეიკრიბა. სეპარატისტები შეეცადნენ ეჩვენებინათ ქართველთა „ძალმომრეობის, ყოველმხრივი შეზღუდვის, ჩაგვრის, კულტურული ასიმილაციის მცდელობის რეპრესიული პოლიტიკის გატარების“ პროცესი და ითხოვდნენ საკავშირო მთავრობის დახმარებას, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას და ა.შ. ეს წერილი დაეგზავნა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობას, დაიბეჭდა აფხაზურ პრესაში. სეპარატისტების მიმართვის შესახებ თბილისში არაფორმალებმა და ინტელიგენციის წარმომადგენლებმა ძალიან მალე გაიგეს.მხოლოდ სიტყვით დაგმეს აფხაზეთის სტატუსის შეცვლის უკანონო მცდელობა. ქართული საზოგადო...