Сообщения

Сообщения за июль, 2017

" მილენიუმის ტრილოგია "

   " გოგონა დრაკონის ტატუთი " -  საიდუმლო ყველას აქვს, მთავარია, მათი დადგენა მოახერხო. არასოდეს უნდა ჩაება ომში, რომელშიც მარხისთვის ხარ განწირული. არასოდეს უნდა აპატიო მას, ვინც შეურაცხყოფას მოგაყენებს. შესაფერის დროს დაელოდე და მხოლოდ მაშინ მიაყენე საპასუხო დარტყმა - თუნდაც ეს აღარ გჭირდებოდეს. ყოველ ქმედებას შედეგი მოჰყვება. მკვლელობის გამოძიება ძალიან მოსაწყენი საქმეა. სულ მარტო რჩები. მოკლულის მეგობრები დამწუხრებულები და სასოწარკვეთილები არიან, მაგრამ ადრე თუ გვიან - რამდენიმე კვირისა თუ თვის შემდეგ - ყოველდღიურ ცხოვრებას უბრუნდებიან. ოჯახს უფრო დიდი დრო სჭირდება მომხდარის დასავიწყებლად, მაგრამ ისინიც კი წყვეტენ წუხილსა და დადრდს. ბოლოს და ბოლოს მხოლოდ ერთი პიროვნება რჩება, ვისაც გაუხსნელი მკვლელობა გულს უღრღნის და დღედაღამ არ ასვნებს: ეს პოლიციელია, ვინც ამ დანაშაულს იძიებს. არცერთი დანაშაული არაა სრულყოფილი. მოხუცებულობას ის უპირატესობა აქვს, რომ შენს ჩაცმულობას ვერავინ გააკრიტიკებს. მსხვერპლი, ძირითადად, თვითონ მიდის სადისტთან, რადგან სხვა გამოსავალი არ...

ტუარეგები - საჰარის უდაბნოს მცხოვრებნი

Изображение
   საჰარის უდაბნოში ხალხთა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან რასობრივი, კულტურული და ენობრივი ნიშნით. საჰარის ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ, ტიპურ მოსახლეობას წარმოადგენენ ცენტრალურ საჰარაში მომთაბარე ტუარეგები. 2012 წელს მალიში მცხოვრები ტუარეგები აჯანყდნენ და პროვინცია აზავადის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.         ტუარეგებზე უამრავი ლეგენდაა შეთხზული. ისლამის მიმევრებისგან მათ მიიღეს სახელი "ტუარეგი", რას "ღმერთისგან განკიცხულს" ნიშნავს. საპირისპიროდ ამისსსსსა, თავიანთ თავს ისინი უწოდებენ "იმოხაგის", რაც ნიშნავს "თავისუფალს", "დამოუკიდებელს".       ტუარეგებს შორის არიან არისტოკრატები, ვასალები და მონები. არისტოკრატები მაღლები და ტანადები არიან, თეთრი კანი აქვთ. გამოირჩევიან ძალიან თავისებური ჩაცმულობითა და აღკაზმულობით. ტუარეგი მამაკაცს სამოსისთვის, რამაც იგი ცნობილი გახადა, ყველაზე დამახასიათებელი თეთრი ან ცისფერი ბამბის ქსოვილია. ისინი იფარავენ სახეს, ღია რჩება მხოლოდ თვალები. ამ ადათ-წესზე...