" მილენიუმის ტრილოგია "

   " გოგონა დრაკონის ტატუთი " - 
  • საიდუმლო ყველას აქვს, მთავარია, მათი დადგენა მოახერხო.
  • არასოდეს უნდა ჩაება ომში, რომელშიც მარხისთვის ხარ განწირული.
  • არასოდეს უნდა აპატიო მას, ვინც შეურაცხყოფას მოგაყენებს. შესაფერის დროს დაელოდე და მხოლოდ მაშინ მიაყენე საპასუხო დარტყმა - თუნდაც ეს აღარ გჭირდებოდეს.
  • ყოველ ქმედებას შედეგი მოჰყვება.
  • მკვლელობის გამოძიება ძალიან მოსაწყენი საქმეა. სულ მარტო რჩები. მოკლულის მეგობრები დამწუხრებულები და სასოწარკვეთილები არიან, მაგრამ ადრე თუ გვიან - რამდენიმე კვირისა თუ თვის შემდეგ - ყოველდღიურ ცხოვრებას უბრუნდებიან. ოჯახს უფრო დიდი დრო სჭირდება მომხდარის დასავიწყებლად, მაგრამ ისინიც კი წყვეტენ წუხილსა და დადრდს. ბოლოს და ბოლოს მხოლოდ ერთი პიროვნება რჩება, ვისაც გაუხსნელი მკვლელობა გულს უღრღნის და დღედაღამ არ ასვნებს: ეს პოლიციელია, ვინც ამ დანაშაულს იძიებს.
  • არცერთი დანაშაული არაა სრულყოფილი.
  • მოხუცებულობას ის უპირატესობა აქვს, რომ შენს ჩაცმულობას ვერავინ გააკრიტიკებს.
  • მსხვერპლი, ძირითადად, თვითონ მიდის სადისტთან, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვს - ანუ მსხვერპლი ყველაზე ხშირად სადისტზე დამოკიდებული ადამიანია.
  • მონასტერში ხალხი ყოველთვის საკუთარ თავში გასარკვევად და განსავითარებლად მიდის.
  • Armageddon was yesterday, Today we have a serious problem.
  • ადამიანის თვალი მოძრაობას უფრო სწრაფად ამჩნევს, ვიდრე ფიგურებს და ფორმებს. როცა დაზვერვაზე ხარ, ნელა იმოძრავე.
  • მნიშვნელობა არ აქვს რა იარაღი აქვს მტერს. თუ ვერ დაგინახავს ვერ გესვრის. არასოდეს, არასოდეს დაენახოთ მტერს. ყოველთვის სამალავი ეძებეთ.
  • თუ კუთხეში ხარ მიმწყვდეული, პირველმა შენ იმოქმედე. მოცდას ყოველთვის სჯობია.
  • ადამიანი ჭურჭელია, რომელიც უჯრედებს, სისხლს და ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს. ძალიან ცოტა ადამიანი რჩება ისტორიის წიგნებში. უმრავლესობა კვდება და უკვალოდ ქრება.
  • მეგობრობა ორ რამეს ემყარება - პატივისცემას და ნდობას. ორივე ელემენტი საჭიროა. შეიძლება პატივს სცემდე ვიღაცას, მაგრამ თუ არ ენდობი, ის შენი მეგობარი ვერასდროს გახდება.
  • Kill them all and let God sort them out.
  • თურმე სიყვარული ის წამო ყოფილა, როცა შეიძლება გული გაგისკდეს.

   " გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა " -
  • Consider this a fair warning - ჩათვალე, რომ ეს გაფრთხილებაა.
  • ტრეფიკინგი ადამიანის უფლებათა უდიდესი დარღვევაა და მასში მონაწილე კრიმინალები ომის დამნაშავეებივით, "სიკვდილის რაზმის" წევრებივით ან მწამებლებივით უნდა დაისაჯონ.
  • ობიექტური მკვლევარი ცივსისხლიანად უნდა მოქმედებდეს.
  • You have the right to remain silent.
  • ქაღალდები ერთია, ადამიანი - მეორე.
  • ნებისმიერს შეუძლია სხვა ადამიანის მოკვლა, თუკი სასოწარკვეთილია, ან სძულს, ან თავს იცავს.
  • როცა საზოგადოება დამწუხრბულია, ჟურნალისტის საქმიანობა უფრო შთამბეჭდავი ხდება.
  • ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს ერთ შანსს.
  • უცოდველები საერთოდ არ არსებობენ. არსებობს მხოლოდ სხვადასხვა დონის პასუხისმგებლობა.
  • წაგებული საქმისთვის თითი არ გაანძრიო.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

1984 - ჯორჯ ორეული <გამონათქვამები>

რომანტიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა

400 ინგლისური სიტყვა, რომელთა სწავლის შედეგად ნებისმიერი ტექსტის შინაარსს გავიგებთ )