1984 - ჯორჯ ორეული <გამონათქვამები>

    1984  ჯორჯ ორეულის ფანტასტიკური რომანია, რომელიც 1949 წელს გამოვიდა. რომანი აღწერს ტოტალიტარული რეჟიმის ყოფას და მექანიზმებს. აღსანიშნავია, რომ რომანმა შემოიღო ცნობები როგორებიცაა: ნიუსპიკი, დიდი ძმა და სხვა. 
  • ადამიანური მემკვიდრეობა გრძელდებოდა არა იმით, რომ შენს ხმას სხვებს გააგონებდი, არამედ თუნდაც ნორმალურ ადამიანად დარჩენით.
  • მომავალს ან წარსულს, იმ დროს, როცა აზრი თავისუფალი იქნება, როცა ადამიანები სხვადასხვანაირები იქნებიან და არ იქნებიან ეულნი, იმ დროს, როცა ჭეშმარიტება იარსებებს და ის, რაც გაკეთდება, ვეღარ მოისპობა.
  • ვიდრე არ შეიგნებენ, არასოდეს აჯანყდებიან, და ვიდრე არ აჯანყდებიან, ვერაფერს შეიგნებენ.
  • კრიზისულ მომენტებში ადამიანი გარეგან მტერს კი არ ებრძვის, არამედ თვით მის სხეულში მყოფსო.
  • სანამ ადამიანი ადამიანად რჩება, სიკვდილი და სიცოცხლე ერთია.
  • ყველას სურს, ჰქონდეს ადგილი, სადაც დროდადრო განმრტოვდება. და თუ მავანი ასეთ თავშესაფარს იპოვის, მაშინ უბრალო თავაზიანობის საკითხია, რომ ვინმე სხვამ, ვინც ამის შესახებ იცის, ეს ამბავი თავისთვის შეინახოს.
  • მნიშვნელობა არა აქვს, რას ამბობ ან რას აკეთებ, მთავარია - რას გრძნობ.
  • ომის მიზანი ისაა, რომ მუდამ იმყოფებოდე მოწინააღმდეგეზე უკეთეს პოზიციაში, რომელშიც მორიგ ომს წამოიწყებ.
  • ომის დანიშნულება ნგრევაა, - არა მაინცდამაინც ადამიანთა სიცოცხლის, არამედ ადამიანური შრომის ნაყოფის.
  • წარსულ საუკუნეებში ომი თითქმის მისი საყოველთაო განსაზღვრებით იყო რაღაც ისეთი, რაც ადრე თუ გვიან , როგორც წესი, არაორაზროვანი გამარჯვებით ან მარცხით მთავრდებოდა.
  • ყოველი აქტი ხომ ჩანასახშივე ატარებს თავის შედეგებს.
  • ადამიანის უპირველესი მტერი მისი ნერვული სისტემაა.
  • თუ სადმე არსებობს იმედი - მხოლოდ პრობლემებშია.
  • სიბერეს დიდი უპირატესობა აქვს. ბერვი რამე აღარ გადარდებს, მათ შორის ქალებიც და ეს ბევრს ნიშნავს.
  • არქიტექტურიდან ისევე ვერ ისწავლი ისტორიას, როგორც წიგნებიდან.
  • საუკეთესო წიგნები ისინია, რომლებიც ისეთ რამეს გეუბნებიან, რაც უკვე იცოდი.
  • წარსული არის ის, რაზეც ჩანაწერები და მეხსიერება შეთანხმდნენ.
  • რაც მეტია გაგება, მით მეტია ცდომილება; რაც უფრო გონიერია კაცი, მით უფრო არანორმალურია.
  • მმართველი ჯგუფი მმართველია მანამდე, სანამ შეუძლია თავის მემკვიდრეთა დასახელება-დანიშვნა.
  • მართვის საიდუმლო საკუთარი უცდომელობის რწმენისა და წარსულის შეცდომებზე სწავლის უნარის გონივრულ კომბინირებაში მდგომარეობს.
  • მარტომყოფი, თავისუფალი ადამიანი მუდამ მარცხდება.
  • ძალაუფლება ნიშნავს ძალაუფლებას ადამიანებზე, მათ სხეულზეც რასაკვირველია, მაგრამ უწინარეს ყოვლისა, მათ გონებაზე.
  • შეუძლებელია ცივილიზაციის დამყარება შიშზე, სიძულვილსა და სისასტიკეზე. ის ვერ იარსებებს.
  • რაც უფრო მცირეა არჩევანი, მით ნაკლბია აზროვნების ცდუნება.
  • ომი მშვიდობაა, თავისუფლება- მონობა, უცოდინრობა კი - ძალა.
  • თავისუფლება ეს არის იმის თქმის უფლება, რომ ორჯერ ორი ოთხია.
  • ვინც მართავს წარსულს, ის მართავს მომავალს, ვინც მართავს აწმყოს, ის მართავს წარსულს.
  • თუ საიდუმლოს შენახვა გსურს, საკუთარი თავსაც უნდა დაუმალო. გამუდმებით უნდა იცოდე, არასოდეს არ უნდა გამოაჩინო შენს ცნობიერებაში არანაირი სახით, რასაც კი შეიძლება, სახელი მიეცეს.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

რომანტიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა

400 ინგლისური სიტყვა, რომელთა სწავლის შედეგად ნებისმიერი ტექსტის შინაარსს გავიგებთ )