რომანტიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა

     რომანტიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა, წარმოიშვა მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში. ის იყო რეაქცია საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციისა და მასთან დაკავშირებული განმანათლებლობის მიმართ.  უნდა აღინიშნოს, რომ კაცობრიობის ისტორიაში XVIII საუკუნე ერთ-ერთი უშესანიშნავესი ხანაა. ამ დროს ევროპაში და უფრო კი მტკივნეულად საფრანგეთში სოციალურ ფენათა გიგანტური გადაჯგუფება ხდებოდა.
     XVIII საუკუნის მანძილზე ახალი, სამოქმედოდ დარაზმული კლასი, ბურჟუაზია პრივილეგიებით აღჭურვილ სისხლის არისტოკრატიასთან უკანასკნელი გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებოდა. ამ სოციალური გადაჯგუფებისა და ამოქმედების შედეგი იყო XVIII ს-ის მეორე ნახევარი - საფრანგეტის დიდი ბურჟუაზიული რევოლუცია თავისი მოსამზადებელი ხანითა და გრანდიოზული შედეგებით. ეს ხანა კაცობრიობის ისტორიაში ძალთა არაჩვეულებრივი დაჭიმვის ხანაა.
     საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ  XVIIIს-ის ცისკარი შეღება წარმტაცი იმედებით. ეს ხანა არაჩვეულებრივი და ძლიერი იყო არა მარტო საფრანგეთისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის. ეს ხანაა ძველის მტვრევისა და ნგრევისა, ახალის აუცილებლობისა ახალ ჰუმანურ პრინციპებზე. ეს მეტად მტკივნეული გარდაქმნის ხანაა. კაცობრიობის ასეტ პერიოდში ლიტერატურაც ძალაუნებურად უნდა წარმართულიყო ახალი გზით, ახალი მისწრაფებით.
     ასეთ ვითარებაში და შემდეგ მის განელებულ მდიდარ კერაზე ჩნდება და ხორცს ისხამს დიადი და რთული მიტერატურული მიმართულება, რომელმაც მიიზიდა და დაიპყრო მთელი კაცობრიობის მოქმედი ფენების გრძნობა და აზრი. ეს მსოფლმხედველობა ცნობილია რომანტიზმის სახელწოდებით.
     რომანტიკულ მიმართულებაში მრავალ სხვადასხვაობას ვამჩნევთ. ეს სხვადასხვაობა გამოწვეულია იმის მიხედვით, თუ მწერალი ან მკვლევარი რომელი საზოგადოებრივი სოციალური ფენის მსოფლმხედველობის მატარებელი და გამომხატველია. ამის მიხედვით მწერალი ამჟღავნებს რომანტიკული მიმართულების მისთვის შესაბამის ამა თუ იმ მოტივს, მკვლევარი კი - რომანტიზმის გამოკვლევაში მისთვის შესაბამ ამა თუ იმ მხარეს აქცევს ყურადღებას. ამიტომ მწერლების დაყოფა უნდა მოხდეს მათ მსოფლმხედველობის მიხედვით.
      ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი რომანტიზმისა არის კლასის ან სოციალური ჯგუფის სისუსტე, შეცვალოს ცხოვრების პირობები თავის სასარგებლოდ.
     რომანტიზმის განვითარებაში ორ ძირითად ნაკადს ვამჩნევთ: 1. რომანტიზმი დეკანდასის გზაზე დამდგარი კლასისა, რომელიც უძლურებას განიცდის, პასივობაშია ჩავარდნილი და გამოთქვამს სევდა-ნაღველს წარმავალი ან წარსული ცხოვრების გამო. ესაა რეაქციული რომანტიზმი;  2. რომანტიზმი ახალგაზრდა კლასისა, ცხოვრების სარბიელზე გამოსვლის და გაბატონებას რომ ლამობს. ესაა რევოლუციური რომანტიზმი.

     პასიურ რომანტიზმში უმეტესად დემოკრატიული მასებისადმი მტრულად განწყობილი საზოგადოებრივი ჯგუფის ესთეტიკური იდეალები აისახა. პასიური რომანტიზმის მიმდევრებისთვის ნიშანდობლივია მისწრაფება შეასუსტონ ადამიანში რწმენა საკუთარი ძალებისადმი. პასიური რომანტიზმი ისტორიულ განვითარებას მიიჩნევდა არა ხალხთა ქმედების შედეგად, არამედ მისტიკური ძალების ნებისყოფის გამოვლენად. პასიური რომანტიზმის გმირი მისტიკურ გაუგებრობაშია მოქცეული. პასიური რომანტიზმისთვის ტიპიურია ბუნებაში სინათლის სხივების თამაშისა და ფოთლების სურათების წარმოჩენა. მათთან ბუნების სურათები არ არის დაკავშირებული პერსონაჟის ხასიათსა და ფსიქიკასთან. როცა ბუნებას აქტიური როლი აქვს დაკისრებული ნაწარმოებში, ასეთ შემთხვევაში ბუნება ემსახურება რელიგიური იდეის გამოხატვას და არა იმას, რომ ჩავიხედოთ გმირის სამყაროში.

     აქტიური რომანტიზმის წარმომადგენლები პასიურისგან განსხვავებით აღფრთოვანებით უჭერდნენ მხარს რევოლუციას, მშრომელებს ტირანიისგან გათავისუფლებაში.თუ პასიური რომანტიზმის წარმომადგენლები რეალური და მისტიკური სინამდვილის მოვლენებს თანაბარი მნიშვნელობისად სახავდნენ, მეორე ფრთა კი მხატვრული სახის შექმნის რომანტიკულ საშუალებებს ცხოვრების ყველაზე მტკივნეული საკითხების გამოსახატავად იყენებდნენ. პროგრესულ რომანტიზმშიც დიდ ადგილს იჭერს ბუნების სურათები. თუმცა, აქ ბუნება წარმოდგენილია ნათელი ცხოვრებისეული სურათებით, რომლებიც ორგანულად ერწყმიან გმირის ხასიათს. ბუნება მიჩნეულია როგორც ადამიანისთვის ძალის მიმნიჭებელი. პროგრესული რომანტიზმი თავის შინაარსში წინააღმდეგობრივია, მისთვის ხომ დამახასიათე -ბელია მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი, რაც წინააღმდეგობაში მოდის რეალობასა და საზოგადოებასტან.
    ცნება რომანტიზმი მეტად ფართოა, ის კონგლომერანტია სხვადასხვა მიმართულებათა და მსოფლმხედველობათა. მასში თავს იყრის ყველა ის, რაც მისი შთასახვისა და განვითარების ხანაში ლიტერატურაში იყო არა მარტო მოწინავე, ცხოველმყოფელი და იდეური, არამედ კონსერვატიული, მოდუნებული, დრომოჭმული.
    რომანტიზმის ისტორიაში თვალსაჩინოდ და მკვეთრად გვაქვს მოცემული ერთდროულად ეპოქაში სხვადასხვა სოციალურ ფენათა ლიტერატურული მიმართულების თანაარსებობა და მათი ურთიერთზეგავლენით ეპოქის მთლიანი ლიტერატურული სტილის შექმნა.

     რომანტიზმი ფილოსოფიური საფუძვლებით, აღმოცენებულია განმანათლებლობაზე, მაგრამ უპირისპირდება მას. ამბობენ, რომ ყველა რომანტიკოსი იწყებს მექანისტური მატერიალიზმით, მერე გადადის სუბიექტურ იდეალიზმზე, ბოლოს კი ობიექტურ იდეალიზმზე.
     რომანტიკოსებს ჯერ სწამთ განმანათლებლების, მაგრამ რახან რევოლუციამ, რომელიც განმანათლებელტა გონებას და გათვლებებს ეყრდნობოდა, შედეგი ვერ მოიტანა, მათ ეჭვი შეეპარათ არა მარტო თვითონ განმანათლებელთა, არამედ საერთოდ, მათ მიერ ყველაფრის საყრდენად მიჩნეული გონების, შემეცნების შესაძლებლობებში და ჩათვალეს, რომ უნდა ვენდოთ არა გონებას, რომელიც ცდება, არამედ - გრძნობას. მათ თვით რეალობის არსებობაშიც შეიტანეს ეჭვი და თქვეს, რომ სამყარო არის ისეთი, როგორიც ის მოცემულია ჩემს შეგნებაში და იქნებ ობიექტი არც არსებობს. ვარ მხოლოდ მე და ეს სამყარო მხოლოდ ჩემი ცნობიერების ილუზიაა. მაგრამ მერე სუბიექტური იდეალიზმიდან გადავიდნენ ობიექტურ იდეალიზმზე. თქვეს, რომ არსებობს ობიექტური სამყარო, მაგრამ მისი მამოძრავებელი ძალების შეცნობა ჩვენთვის ძნელია, მიუწვდომელია გონების საშუალებით.  ისინი თვლიდნენ, რომ ღმერთი და სამყაროს მამოძრავებელი ობიექტური კანონები არსებობს ჩვენი ცნობიერებისგან დამოუკიდებლად და ადამიანი მათი, ამ უხილავი ძალების, ხელშია. და რადგან სამყარო არც ისე კარგადაა მოწყობილი, ამიტომ ადამიანს უკვე ეჭვი ეპარება ღმერთის სიკეთეში, რასაც მოსდევს მისი აჯანყება ღვთის წინააღმდეგ. ესაა რომანტიკოსთა ტიტანიზმი, დემონიზმი.
    რომანტიკოსები უფრო ადამიანით, არიან დაინტერესებული. სინამდვილით კი არა, მისადმი პიროვნული დამოკიდებულებით. ისინი საგანზე მეტად საგნის მიერ გამოწვეულ გრძნობას ასახავენ. ასევე, უფრო ადამიანს, პიროვნებას, ვიდრე ნივთს და ობიექტურ გარემოს.

     რადგან სუბიექტი, პიროვნული და ინდივიდუალური იზიდავთ, აინტერესებთ ერი, როგროც კაცობრიობის ერთიანი ოჯახის წევრი. ერი, როგორც კაცობრიულის გამომხატველი, რომელსაც აქვს თავისი ხასიათი. განმანათლებლობის კოსმოპოლიტიზმს დაუპირისპირდა რომანტიკოსთა ეროვნული დაინტერესება, მათი ნაციონალიზმი, რაც ეპოქამაც მოიტანა. რომანტიზმის ეპოქა ერების ჩამოყალიბების და გამოღვიძების ეპოქაა.

     კლასიციზმი აბსოლუტური მონარქიის სტილი იყო. იგი თვლიდა, რომ მთავარი მეფე და სახელმწიფოა, რისი სამსახურისთვისაც საჭიროა დავეყრდნოთ გონებას და ნებელობას. გრძნობას იქნებ არც უნდა მათი სამსახური. ამდენად, იდეალად სახავდა ნებელობით და გონებით მოქმედ ადამიანს. ასევე შემოქმედებით პროცესში მთავარ საყრდენად გონებას თვლიდა. კლასიციზმის სტილი იყო პომპეზური, რიტორიკული, ხელოვნური. ჟანრებიც შესაბამისი ჰქონდა: ოდა, ტრაგედია, კომედია და სწორედ მის ხელოვნურობას ებრძოდა რომანტიზმი. რომანტიზმი დაუპირისპირდა მის ესტეტიკას, ოღონდ აღმოცენდა სენტიმენტალიზმის საფუძველზე. სენტიმენტალიზმი კი ბურჯუაზიის სტილია. რომანტიზმი ესტეტიკა კლასიციზმს უპირისპირდება იმით, რომ მოითხოვს არა ხელოვნების კანონების ცოდნას და გონებისადმი მორჩილებას, არამედ, თავისუფლებას შექმნის პროცესში. სხვისი შექმნილის ცოდნა კი არა, „ხელოვანის გენიალური თვითნებობა“ აპირობებს ყველაფერს შემოქმედებით პროცესში.

     როგორც ვთქვით,  რომანტიზმი დაუპირისპირდა კლასიციზმის ესტეტიკას, თუმცა აღმოცენდა სენტიმენტალიზმის საფუძველზე. სენტიმენტალიზმი თვლის, რომ უნდა აისახოს არა გმირული და რიტორიკული, არამედ ყოველდღიური, უბრალოდ ადამიანის ცხოვრება, რომლის იდეალურად ჩასათვლელად საჭიროა, რომ მას ჰქონდეს მოწესრიგებული არა გონება, არამედ გული, გრძნობა. სენტიმენტალიზმი თვლის, რომ ასახვის ობიექტი უნდა იყოს ჩვეულებრივი, ყოველდღიური და თან მგრძნობიარე. სენტიმენტალიზმი ჩნდება როგროც კლასიციზმის რეაქცია. სენტიმენტალიზმისათვის მთავარია ადამიანი, პიროვნება, მიუხედავად მისი დამოკიდებულებისა სახელმწიფოსადმი.სენტინემტალისტისთვის მთავარი მიზანია და სასიამოვნო საქმე დახატოს ცვეულებრივი, არა პრივილეგიური კლასიდან. „კეთილი ადამიანის“ კერძო ოჯახური, თუ საზოგადოებრივი ცხოვრება. მისი სემოქმედების გმირი უმთავრესად ჩვეულებრივი უპრეტენზიო პიროვნებაა.

      სენტიმენტალიზმს, როგორც დამოუკიდებელ მიმართულებას,რომანტიზმი იმით დაუპირისპირდა, რომ მას აინტერესებდა არა ჩვეულებრივი, ყოველდიური ან ინტელექტუალი-ზებული გრძნობა, არამედ გამორჩეული, ძლიერი, განსაკუთრებული ინდივიდ და მისი უშუალო, მთელი სიმძაფრიტ გამოხატული ემოცია.
      სენტიმენტალიზმი რომანტიზმის დასაწყისია ან როგორც გერმანელები ამბობენ, ადრეული რომანტიზმია. რომანტიზმმა გააღრმავა სენტიმენტალიზმის მიერ წამოწყებული დებულებები, გააღრმავა ახალი სახეებით, სტილით, სიტყვებით და გარკვეულ რთულ მსოფლმხედველობად ჩამოაყალიბა.

     განმანათლებლობა, გარკვეული თვალსაზრისით, სინტეზური მიმართულებაა და თავისი გონების კულტით იერთებს, ერთი მხრივ, კლასიციზმის ნიშნებს, რაციონალიზმს, მეორე მხრივ, თავისი გრძნობის კულტით და ბუნებრიობისადმი მიდრეკილებით სენტიმენტალიზმის ნიშნებს. რომანტიზმი მას დაუპირისპირდა, როგორც გონების კულტს და მის, როგორც გრძნობის  და ბუნების იდეალად დამსახავის, საფუძველზე აღმოცენდა კიდეც.
    რომანტიკოსები უარყოფდნენ ცივილიზაციას, ბურჟუაზიულ ეპოქას და იდეალად სახავდნენ ან სუა საკუნეებს და მისი რწმენით სავსე მთლიან, დაუმსხვრეველ ადამიანებს, როგორც იდეალს, ან რუსოსებურად ილტვოდნენ ბუნებისკენ და ბუნებრიობისკენ და ეგზოტიკურ ქვეყნებში, აღმოსავლეთში ან მთაში პოულობდნენ ნამდვილ იდეალურ ადამიანებს. ე.ი. რომანტიკოსები ცივილიზაციას უპირისპირებდნენ შუა საუკუნეებს ან ბუნებას და მას აფარებდნენ თავს.

    რომანტიზმისთვის დამახასიათებელი იყო ე.წ. „რომანტიკული ირონია“. ხელოვანს თავისი იდეალის სიმაღლიდან სასაცილოდ ეჩვენებოდა სინამდვილის არასრულყოფილება. ზემოდან ირონიულად დასცქეროდა და ხშირად გროტესკულად გამოხატავდა. იქამდე, რომ ისინი თავიანთ ქმნილებებსაც კი დასცქეროდნენ ზემოდან, რადგან შინაგან ხილვასთან შედარებით არასრულყოფილად ეჩვენებოდათ განხორციელებული.
      კულტი წარსულისა და ამაზე აღმოცენებული ეროვნული წარსულისა, მისი შემოქმედებისა და სახეეების აღდგენისა, ერთ-ერთი ლოზუნგია რომანტიზმის მიერ განვითარებული. ევროპის მწერლებში XVIII საუკუნის მეორე ნახევარსა და XIX საუკუნის 30-იან წლებამდის რომანტიზმი თავისი მრავალფეროვნებით და სხვადასხვა მიმართულებით ძალუმად მფლობელობდა.

Комментарии

  1. ამ ბლოგს ახლახან მივყვები და დღეს ვგრძნობდი, რომ ჩემი ამბავი უნდა გამეზიარებინა, რადგან მეც მსხვერპლი ვიყავი. მას შემდეგ, რაც შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მასთან, მან გაწყვიტა ჩემთან ერთად, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მას დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ იყო, მე ასე მინდოდა მისთვის, იმ სიყვარულის გამო, რომელიც მე მასში მაქვს, ყველაფერში ვთხოვე, დავპირდი, მაგრამ მან უარი თქვა. მე ავუხსენი პრობლემა დედაჩემს და მან შემოგვთავაზა მე დამიკავშირდეს მართლწერის წოდება დრიგბინოვია, რომელიც მეხმარებოდა ჯადოქრობაში რომ ჩამებრუნებინა, მაგრამ ჯადოქრობა არასდროს მჯეროდა, სხვა არჩევანი არ მქონდა, მაგრამ შევეცდები შელოცვა მეთქვა და მან განუცხადა მე აღარ უნდა ინერვიულო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ჩემი ყოფილი დაბრუნებულიყო, მან მეორე დღეს გასაკვირი გასროლით ჯოხი შეაგდო ჩემს სახელით, ეს იყო საღამოს 4:00 საათზე. ჩემმა ყოფილმა დამირეკა, მე ძალიან გამიკვირდა, მე ვუპასუხე ზარს და ყველა მან თქვა, რომ ბოდიში იყო ყველაფრისთვის, რაც მომხდარა, რომ მინდოდა უკან დაბრუნებულიყო, რომ ძალიან მიყვარდა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მუშაობს ჩემთვის, ასე რომ, ჩვენ თავიდან ბედნიერად დავიწყეთ ცხოვრება. მას შემდეგ მე დავპირდი, რომ ყველას, ვისაც ვიცნობ, აქვს ურთიერთობის პრობლემა, მე ვეხმარებოდი ასეთ ადამიანს, მხოლოდ ნამდვილ და ძლიერ ჯადოქარს მივმართავ, რომელიც ჩემს პრობლემაში დამეხმარა და ყველაფერში განსხვავდება ეს ყალბი. ვინმეს დახმარება გჭირდებათ აქ მისი ელ.ფოსტა: doctorigbinovia93@gmail.com შეგიძლიათ Whatsapp დარეკოთ მისი მობილური ტელეფონის საშუალებით +2348144480786 საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა ან თქვენს პრობლემას

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

1984 - ჯორჯ ორეული <გამონათქვამები>

400 ინგლისური სიტყვა, რომელთა სწავლის შედეგად ნებისმიერი ტექსტის შინაარსს გავიგებთ )