კლოუნის თვალთახედვა - ჰაინრიხ ბიოლი

კლოუნი რომ სმას დაიწყებს, უფრო სწრაფად დაეშვება ძირს, ვიდრე მთვრალი მეთუნუქე გადავარდედბა სახურავიდან. დუმილი კარგი იარაღია. მიწის შვილები ზეცის შვილებთან შედარებით მარტო ჭკვიანები კი არა, უფრო ადამიანურნიც და სულგრძელნიც არიან. შორიდან მაყურებელი ადამიანი - ამქვეყნად თითოეულისათვის ყველა შორიდან მაყურებელია - სხვის მდგომარეობას ან უფრო მუქ, ან უფრო ნათელ ფერებში აღიქვამს, ვიდრე თავად ის, ვისაც ეს უშუალოდ ეხება. სულერთია ბედნიერებას შეეხება ეს თუ უბედურებას, სიყვარულს, ჭმუნვას თუ შემოქმედებით მარცხს. იქ, სადაც ფული და ხელოვნება ერთმანეთს ხვდება, საქმეს ხეირიანი პირი არ უჩანს. ხელოვანს ან აკლებენ ფულს, ანდა იმაზე მეტს უხდიან, რასაც იმსახურებს. სიღარიბე საშინელებაა, მაგრამ უფრო ცუდია, როცა სიღარიბე თანდათან გითრევს. არადა ადამიანთა უმეტესობა სწორედ ამ დღეშია. კაცი ის არის, ვინც ყველაფერს უძლებს. ათეისტები მოსაწყენი ხალხია, მუდამ ღმერთზე ლაპარაკობენ. ვფიქრობ, ამქვეყნად არავინ მოიძებნება, კლოუნს რომ გაუგოს. კლოუნებსაც კი არ ესმით ერთმანეთისა. მათ შორის მუდამ იჩენს თავს შური ან უ...