კლოუნის თვალთახედვა - ჰაინრიხ ბიოლი


  • კლოუნი რომ სმას დაიწყებს, უფრო სწრაფად დაეშვება ძირს, ვიდრე მთვრალი მეთუნუქე გადავარდედბა სახურავიდან.
  • დუმილი კარგი იარაღია.
  • მიწის შვილები ზეცის შვილებთან შედარებით მარტო ჭკვიანები კი არა, უფრო ადამიანურნიც და სულგრძელნიც არიან.
  • შორიდან მაყურებელი ადამიანი - ამქვეყნად თითოეულისათვის ყველა შორიდან მაყურებელია - სხვის მდგომარეობას ან უფრო მუქ, ან უფრო ნათელ ფერებში აღიქვამს, ვიდრე თავად ის, ვისაც ეს უშუალოდ ეხება. სულერთია ბედნიერებას შეეხება ეს თუ უბედურებას, სიყვარულს, ჭმუნვას თუ შემოქმედებით მარცხს.
  • იქ, სადაც ფული და ხელოვნება ერთმანეთს ხვდება, საქმეს ხეირიანი პირი არ უჩანს. ხელოვანს ან აკლებენ ფულს, ანდა იმაზე მეტს უხდიან, რასაც იმსახურებს.
  • სიღარიბე საშინელებაა, მაგრამ უფრო ცუდია, როცა სიღარიბე თანდათან გითრევს. არადა ადამიანთა უმეტესობა სწორედ ამ დღეშია.
  • კაცი ის არის, ვინც ყველაფერს უძლებს.
  • ათეისტები მოსაწყენი ხალხია, მუდამ ღმერთზე ლაპარაკობენ.
  • ვფიქრობ, ამქვეყნად არავინ მოიძებნება, კლოუნს რომ გაუგოს. კლოუნებსაც კი არ ესმით ერთმანეთისა. მათ შორის მუდამ იჩენს თავს შური ან უკეთურობა.
  • რა საქმე აქვს გულქვაობას იქ, სადაც ერთადერთი ადამიანური გრძნობა გულკეთილობა უნდა იყოს.
  • ხალხს არავინ უფუჭებს გუნებას ისე, როგორც შესაბრალისი კლოუნი.
  • ის ცოლიც კი, რომელიც ქმარს ძლივს იტანს, მარტო სხეული როდია, მხოლოდ ფიზიკურ სიახლოვეს უბინძურესი ლოთიც კი არ ეძებს მეძავ ქალთან, ისევე როგორც მეძავი არ ეძებს მხოლოდ ამას.
  • არ შეიძლება ადამიანი იძულებით გახადო გულმოწყალე.
  • ყველა ადამიანს აქვს ერთი შანსი. ქრისტიანები ამას შენდობას უწოდებენ.
  • მწამს,ზოგიოერთი ცოცხალი მკვდარია, ზოგიერთი მკვდარი კი ცოცხალი. მაგრამ არა იმ აზრით, როგორც ეს პროტესტანტებსა და კათოლიკეებს სწამთ
  • ამქვეყნად ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისი თანდასწრებითაც ტირილის არ მოგერიდება.
  • ეშმაკსაც კი არ უჭრის თვალი ისე, როგორც მეზობელს.
  • - კათოლიკეები ნერვებს მიშლიან, სინდის-ნამუსი არ გააჩნიათ.
    - პროტესტანტები?
    - საკუთარ სინდის-ნამუსზე იმდენს მიედმოედებიან, დაგაოსებენ.
    - ათეისტები?
    - მოსაწყენი ხალხია, მუდამ ღმერთზე ლაპარაკობენ.
    - თქვენ, თქვენ ვიღა ხართ, შნირ?
    - მე კლოუნი გახლავართ.
  • ჩემი აზრით, ამერიკელები კუდიანივით დაწვავენ კოცონზე გულკეთილ ხალხს, რომელიც ფულისა და ვნების გამო კი არ ემორჩილება მამაკაცს, არამედ იმიტომ, რომ მამაკაცის ბუნებას თანაუგრძნობს.
  • ხელოვნებაზე ისინი იღებენ ფილმს, ვინც ვან გოგის სურათში ერთ კოლოფ თამბაქოს კი არა, მხოლოდ ნახევარს გაიღებდნენ და შემდეგ იმასაც ინანებდნენ, რადგან მიხვდებოდნენ, რომ თავად მხატვარი მას ერთ საჩიბუხე თამბაქოს ფასად დათმობდა.
  • უცანურია, მაგრამ მიყვარს იმ ჯიშის სულდგმულები, მე რომ ვეკუთვნი - მიყვარს ადამიანები.
  • ქალის ხელებს იმდენი რამ შეუძლიათ გამოხატონ, რომ მათთან შედარებით მამაკაცის ხელები მხრებზე მიწებებულ ჯირკებად მეჩვენება.
  • - ბოლოს და ბოლოს რა კაცი ხარ შენ ?
    - კლოუნი ვარ და წამებს ვაგროვებ. კარგად იყავი.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

1984 - ჯორჯ ორეული <გამონათქვამები>

რომანტიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა

400 ინგლისური სიტყვა, რომელთა სწავლის შედეგად ნებისმიერი ტექსტის შინაარსს გავიგებთ )