Сообщения

Сообщения за апрель, 2018

რომანტიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა

     რომანტიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა, წარმოიშვა მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში. ის იყო რეაქცია საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციისა და მასთან დაკავშირებული განმანათლებლობის მიმართ.  უნდა აღინიშნოს, რომ კაცობრიობის ისტორიაში XVIII საუკუნე ერთ-ერთი უშესანიშნავესი ხანაა. ამ დროს ევროპაში და უფრო კი მტკივნეულად საფრანგეთში სოციალურ ფენათა გიგანტური გადაჯგუფება ხდებოდა.      XVIII საუკუნის მანძილზე ახალი, სამოქმედოდ დარაზმული კლასი, ბურჟუაზია პრივილეგიებით აღჭურვილ სისხლის არისტოკრატიასთან უკანასკნელი გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებოდა. ამ სოციალური გადაჯგუფებისა და ამოქმედების შედეგი იყო XVIII ს-ის მეორე ნახევარი - საფრანგეტის დიდი ბურჟუაზიული რევოლუცია თავისი მოსამზადებელი ხანითა და გრანდიოზული შედეგებით. ეს ხანა კაცობრიობის ისტორიაში ძალთა არაჩვეულებრივი დაჭიმვის ხანაა.      საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ  XVIIIს-ის ცისკარი შეღება წარმტაცი იმედებით. ეს ხანა არაჩვეულებრივი და ძლიერი იყო არა მარტო საფრან...

1832 წლის შეთქმულბა

    XIX ს-ის 20-30-იანი წლების მიჯნაზე საქართველოს განთავისუფლებისა და ეროვნული სახელმწიფოს აღდგენისათვის ბრძოლას სათავეში ჩაუდგნენ ოქროპირ გიორგის ძე და დიმიტრი იულონის ძე ბაგრატიონები, ასევე მათთან დაკავშირებული პატრიოტთა დასი. პეტერბურგსა და მოსკოვში სხვადასხვა მიზნით ჩასული ქართველები ბატონიშვილების ოჯახში იყრიდნენ თავს. დიმიტრი ბაგრატიონის ბინაში ხშირად იკრიბებოდნენ ელიზბარ, ზაქარია და დიმიტრი ერისთავები, სოლომონ დოდაშვილი, ესტატე ჯავახიშვილი, სოლომონ რაზმაძე და სხვანი.      ოქროპირ და დიმიტრი ბაგრატიონებიც იმ აზრისა იყვნენ, რომ რუსეთის მთავრობამ დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, 1783 წლის მფარველობით-სამოკავშირეო ტრაქტატი შეცვალა რუსეთთან საქართველოს შეერთების მანიფესტით და მოსპო ქართული სახელმწიფო. მათი აზრით, რუსეთის წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლის პარალელურად საჭირო იყო საგარეო ძალის გამოყენებაც. ბატონიშვილებსა და მათ თანამოაზრეებს სჯეროდათ, რომ ინგლისის, საფრანგეთის და სხვა დიდ სახელმწიფოთა მთავრობებს შეეძლოთ დათმობაზე წაეყვანათ რუ...