ქარიშხლიანი უღელტეხილი - ემილი ბრონტე
გონიერი ადამიანი საკუთარი თავით უნდა კმაყოფილდებოდეს. ამაყი ხალხი თავის ვარამს თვითონვე კვებავს. ისურვე და ისწავლე მაგ შეჭმუხვნილი შუბლის გახსნა, ქუთუთოები მუდამ აწეული გქონდეს, ეგ ორი ეშმაკუნა კი უბიწო ანგელოზად აქციე და ეცადე, მოყვარე დაინახო იქ, სადაც არ ხარ დარწმუნებული, მტერი გიდგას წინ. იმ გოშიასავით ნუ მოიქცევი, რომელმაც იცის, რომ დამსახურებით იღებს წიხლს და მერე სამყაროს ნუ გადაემტერები იმ ერთის გამო, რომელიც წიხლს გთავაზობს. გული რომ გაიკეთილშობილო, სახეც გაგილამაზდება, თუნდ ზანგივით შავი იყო. ბოროტი სულის პატრონს კი ულამაზესი სახეც დაუმახინჯდება. ავკაცების დასჯა უფლის ნებაა, ჩვენ კი მიტევება უნდა შეგვეძლოს. ყველა ცოდვილი უბედურად იგრძნობდა თავს სამოთხეში. ალბათ ყველა ჩვენთაგანი გრძნობს, რომ ჩვენი ''მე'' მარტო ჩვენში კი არა, სადღაც ჩვენს მიღმაა... ყოველ შემთხვევში უნდა იყოს... ადრე თუ გვიან ჩვენი შინაგანი თავს გვახსენებს, მაგრამ თავმდაბალსა და სულგრძელს უფრო მეტი საბაბით უყვარს თავისი თავი, ვიდრე მბრძანებლობის მოყვარულს. პატიოსანი ხალხი წარსულს არ მა...