ქარიშხლიანი უღელტეხილი - ემილი ბრონტე
- გონიერი ადამიანი საკუთარი თავით უნდა კმაყოფილდებოდეს.
- ამაყი ხალხი თავის ვარამს თვითონვე კვებავს.
- ისურვე და ისწავლე მაგ შეჭმუხვნილი შუბლის გახსნა, ქუთუთოები მუდამ აწეული გქონდეს, ეგ ორი ეშმაკუნა კი უბიწო ანგელოზად აქციე და ეცადე, მოყვარე დაინახო იქ, სადაც არ ხარ დარწმუნებული, მტერი გიდგას წინ. იმ გოშიასავით ნუ მოიქცევი, რომელმაც იცის, რომ დამსახურებით იღებს წიხლს და მერე სამყაროს ნუ გადაემტერები იმ ერთის გამო, რომელიც წიხლს გთავაზობს.
- გული რომ გაიკეთილშობილო, სახეც გაგილამაზდება, თუნდ ზანგივით შავი იყო. ბოროტი სულის პატრონს კი ულამაზესი სახეც დაუმახინჯდება.
- ავკაცების დასჯა უფლის ნებაა, ჩვენ კი მიტევება უნდა შეგვეძლოს.
- ყველა ცოდვილი უბედურად იგრძნობდა თავს სამოთხეში.
- ალბათ ყველა ჩვენთაგანი გრძნობს, რომ ჩვენი ''მე'' მარტო ჩვენში კი არა, სადღაც ჩვენს მიღმაა... ყოველ შემთხვევში უნდა იყოს...
- ადრე თუ გვიან ჩვენი შინაგანი თავს გვახსენებს, მაგრამ თავმდაბალსა და სულგრძელს უფრო მეტი საბაბით უყვარს თავისი თავი, ვიდრე მბრძანებლობის მოყვარულს.
- პატიოსანი ხალხი წარსულს არ მალავს.
- იმ სიმშვიდეს ვხედავ მიცვალებულში, რომელსაც ვეღარს მიწიერი საწუხარი დაარღვევს და ვერს ჯოჯოხეთის შიში, ვგრძნობ დაუსრულებელი და უღრუბლო მომავლის არსებობას, მარადისობაში გადანაცვლებას, სადაც სიცოცხლე უსასრულოა და სიყვარულს თანაგრძნობა ახლავს, სიამე კი სისავსით გამოირჩევა.
- ზოგჯერ ისეთი ადამიანიც შეგებრალება ხოლმე, რომელმაც არც სხვისი შებრალება იცის და არც საკუთარი თავისა.
- სიამაყით უფალს თვალს ვერ მოსჭრი! იქამდე ატანჯინებ გულს, სანამ ტკივილი არ დაგაყვირებს.
- ღალატი და ძალადობა ორივე მხრიდან პირწამახული მახვილია, ვინც მას გამოიყენებს, თვითონ უფრო დაზარალდება, ვიდრე მტერი.
- ასი კაციდან ერთიც არ ჩამოაგდებდა ცრემლს ისეთი ნათესავის დაკარგვის გამო, ვინც მხოლოდ ორჯერ ჰყავს ნანახი.
- ავის მოლოდინით ცხოვრება ცოდვის ტოლფასია.
- ყველა ჩვენგანშია მშობლის გენები.
- ვინც ბოლომდე მოიხდის ვალს, ჯილდოც მარ ერგება.
- ამქვეყნად ყველაფერი რომ წყალმა წაიღოს და ის გადარჩეს, კიდევ ექნება აზრი ჩემს ყოფას, მაგრამ თ მთელი ქვეყანა გადარჩება და ის დაიღუპება, სამყარო ჩემთვის გაუცხოვდება და აღარც მის ნაწილად აღვიქვამ თავს.
Комментарии
Отправить комментарий