< ქართული მწიგნობრობის შემოღება; დასაწყისი ქართული მწერლობისა >
მსოფლიოში 3000-ზე მეტი ენაა. აქედან 14 ენას აქვს თავისი დამწერლობა, რომელთა შორისაა ქართული და რომელიც აღიარეს 5 ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის. ქართული ენა სამი სახისაა: მრგლოვანი, ნუსხურ-ხუცური და მხედრული.
ქართული მწიგნობრობის შემოღების საკითხთან დაკავშირებით ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს.
ქართველური ტომები უძველესი დროიდან დანაწილებული ყოფილან სხვადასხვა მონათესავე ენად, დიალექტად და კილოკავად. ამ ტომობრივმა და ენობრივმა ერთეულებმა, ეკონომიკურ და კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობათა ნიადაგზე თანდათანობით გაერთიანების პროცესში, საფუძველი ჩაუყარეს საერთო სასხელმწიფოებრივი და ლიტერატურილი ენის შექმნას. ამ შექმნის პროცესში ყველა ჩამოთვლილი ტომი ღებულობდა მონაწილეობას. თითოეულს საკუთარი წვლილი შეჰქონდა ამ საქმეში_ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები.
ეკანასკნელ წლებში კვლევა-ძიებამ წამოაყენა მოსაზრება, რომ უძველესი დროიდან არაბთა ბატონობის განმტკიცებამდე ჩვენში, ქართველური ტომები გაერთიანებული იყვნენ იბერთა სამეფოში და ქართულ სახელმწიფოებრივ-ლიტერატურულ ენას საფუძველად ედო იბერიული კილო. ამ ენაზე ქრისტიანობის მიღებასთან დაკავშირებით, შექმნილია სასულიერო-საეკლესიო მწერლობა, რომელიც ჩვენამდე თუ შენახულია არა უცვლელად, არამედ შემდგომში გადაკეთებულ-გადამუშავებული სახით VII-VIII საუკუნიდან, სხვადასხვა პირობის გამო დაწინაურებულია ქართების ტომი, რომელიც სათავეში უდგება იბერთა პოლიტიკურ-კულტურულ მემკვიდრეობას და საფუძველს უყრის იმ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს, რომელსაც ქართლის სახელით ვიცნობთ. ამიერიდან სახელმწიფოებრივ-ლიტერატურულ ენად გვხვდება ის ენა, რომელსაც საფუძვლად უდევს ქართული ენა ან ქართული კილო.
როცა არ უნდა მომხდარიყო ქართულის სახელმწიფო ენად გახდომა, ქართლურის საერთო ლიტერატურულ ენად ქცევამ ეს პროცესი უფრო დააჩქარა. უეჭველია, გაცილებით ადრე შემუშავდა ის შეხედულება, რომელიც მერე X საუკუნეში მკვეთრად გამოთქვა გიორგი მერჩულემ, " ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების". ახლა უნდა დაისვას საკითხი რა დროიდან შეიძლება დაწყებულიყო ქართული მწერლობის ისტორია? ეს საკითხი დაკავშირებულია ქართული ენის წარმოშობის საკითხთან.
რამდენიმე ავტორი ძველი კოლხეთის ენას, უძველეს ქართულ ენას, უკავშირებს ეგვიპტურ ენას. ეს თეორია დაფუძნებული იყო ანტიკურ ხანაში კოლხებისა და ეგვიპტელების ნათესაობის მოსაზრებაზე დაყრდნობით. ჰეროდოტე თვლიდა, რომ ამ ორ ხალხს ცხოვრების ერთნაირი სტილი უნდა ჰქონოდათ, შესაბამისად, ქართული რაღაცით დაკავშირებულია ეგვიპტურთან. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ქართული ანბანი ჩამოყალიბდა V საუკუნეში ქართველ ქურუმთა შორის. მარი ბროსეს მოსაზრებით კი, ქართული დაკავშირებულია ინდოევროპულთან.
ჩვენ ორგვარი ანბანი გვაქვს: ხუცური და მხედრული. ამ ორი ანბანით არის წარმოდგენილი ყველა ჩვენი ძველი ლიტერატურული ძეგლი. ხუცური ანბანი ორგვარია: ასომთავრული და ნუსხური. ასომთავრული, ივ.ჯავახიშვილის აზრით, ქართული დამწერლობის პირველი სახეა. ასომთავრულს ანუ მრგლოვანს სახელწოდება შერჩეული აქვს ასოთა დიდი მოხაზულობისა და მრგვალი მოყვანილობის გამო. ნუსხური, ასომთავრულის გვიანდელი ვარიანტია.
"ხუცური" ხმარებაში შემოსულა საკმაოდ გვიან, პირველად ის გვხვდება 1365 წლის ძეგლში. ის არ შეესაბამება არც ისტორიულ-ლიტერატურულ სინამდვილეს. კარგა ხანს ხუცურად უწერიათ არა მარტო ხუცური, ე.ი. საეკლესიო შინაარსის წიგნები, არამედ საეროც, სიგელები, მატიანეები და მხატვრული ნაწარმოებებიც. მხედრული ნუსხურის შემდგომი განვითარებაა, თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვით, მხედრული ასომთავრულზე უწინარესია და წარმართული ეპოქიდან მომდინარეობს. რ.პატარიძის აზრით, მხედრული IV საუკუნიდან არსებობს, კერძოდ, იგი ჩაისახა მაშინ, როცა მირიან მეფის დროს აღორძინდა სრულიან სახელმწიფო მწიგნობრობა ქართულ ენაზე.
იმ ჰიპოთეზებიდან, რომლებიც ჩვენში თუ საზღვარგარეთ წამოუყენებიათ ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ, უფრო მისაღებია ის, რომელსაც ეს ანბანი ბერძნულისგან გამოჰყავს; მართლაც 1.საწერი იარაღის სახელი ქართულში ისეთივეა, როგორც ბერძნულში; 2.არც ერთი სემური ალფაბეტი არ შეიცავს ხმოვან ასოებს, რომელიც ბერძნების მიერ არის შემოღებული, ქართულში კი ისინი გვაქვს; 3. ჩვენ ვკითხულობთ და ვწერთ მარცხნიდან მარჯვნივ, ისევე როგორც ბერძნები; 4. ასოების რიგი და თანმიმდევრობა ქართულში ბერძნულის მსგავსია. ქართულში იგივე 24 ასო გვაქვს ორი გამონაკლისის გარდა - ი და ჟ.
საქართველოში მწიგნობრობის დაწყებას ქრისტიანობის შემოღებას უკავშირებენ. ქრისტიანობა არის მწიგნობრული რელიგია. ქრისტიანობამ, გავრცელების პერიოდში ყველა ქვეყანაში თავისი ენა შექმნა-შეიტანა. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება სვიმონ კანანელის, ანდრია პირველწოდებულის და მატათას სახელს უკავშირდება. ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული, ხოლო IV ს-დან, წმინდა ნინოს შემოსვლით საქართველოში, იგი ყველგან გავრცელდა. ამას ადასტურებს ქართული ძეგლები. პირველი ქართული ზეგლია " ნინოს ცხოვრება " , ხოლო პირველი წარმართული ძეგლია " ცხოვრება ფარნავაზისაი ". ასევე ძველია "ქებაი და დიდებაი ქართულია ენისაი".
ბერძნული წყაროებიდან ასევე გვაქვს მითი "ოქროს საწმისის" შესახებ. ცხვრის ტყავზე ოქროს ასოებით ამოტვიფრული იყო ოქროს მოპოვების წესი. ვარაუდობენ, რომ ეს წარწერები იყო ქართული. ასევე კოლხებს ჰქონიათ კვირბები. ეს იყო ნაოსნობის რუკები, რომლებსაც არგონავტები იყენებდნენ და რომელიც თარღდება ძვ.წ. X-IX სს-ებით.
ივ. ჯავახიშვილის - " ქართული პალეოგრაფია " წიგნში არის ვარაუდი, რომ ქართული ანბანი შექმნილია იმ ენიდან, რომლის ბაზაზეც შეიქმნა ბერძნული, შუმერულ-ხეთური დამწერლობა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბერძნული ამყარებს კავშირს ქართულთან. საწერი მასალაც იქედან გვაქვს აღებული, ასევე კალამი, ეტრატი, პალიმფსესტი და ა.შ.
თამაზ გამყრელიძის ვარაუდით, ქრისტიანობის შემოსვლით დაიწყო დამწერლობა და ხდებოდა ანბანის შენაცვლება. ანბანის არარსებობის გამო, ქართულ სიტყვებს წერდნენ ბერძნული და არამეული ასოებით.
იოანე ზოსიმეს " ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" საუბარია ქართულის დაკნინებაზე და იგი წერს, რომ ქართულ ენას ლაზარე ჰქვიან- აღსდგება და ამ ენაზე უფალი განიკითხავს სხვა ენებს. ასევე ნათქვამია, რომ ქართული და ბერძნული ისე არიან ერთმანეთთან, როგორც მართა და მარიამი.
ბიზანტიურ სამყაროში არსებობდა ტრილინგვისტური თეორია. კულტურული ენებია ისინი, ვინც ლათინურ, ბერძნულ და ებრაულ ენებზე საუბრობს. როცა ქრისტე ჯვარს აცვეს, წარწერა სამ ენაზე იყო გაკეთებული - "იგი არის მეფე ჰურიათაი"- ეს წარწერა რომაელმა ჯარისკაცებმა დაუკეთეს. სწორედ ამიტომ იწოდებიან ისინი კულტურულ ენებად.
რაც შეეხება მწიგნობრობას, პალესტინის წარწერები ერთ-ერთი უძველესია, რომელიც V საუკუნის 30-იანი წლებით თარიღდება. იგი იტალიელი არქეოლოგის ვირჯილიო კორბოს მიერ ჩატარებული გათხრების დროს პალესტინაში, ბეთლემის მახლობლად აღმოჩნდა. ასევე დავათის სტელა, რომელზედაც ამოკაწრულია ქართული ასომთავრული ანბანი. ამ გამოსახულებას 362-381 წლებით ათარიღებენ. აქ დახატულია -თევზი - ქრისტიანობის სიმბოლო. იგი ერთადერთია, რომელიც წარღვნას გადაურჩა. ასევე ქრისტეს სახელში თევზის სახელი ურევია, რადგან ბერძნულად "ხრისტე" თევზს ნიშნავს. ხელნაწერებიდან აღსანიშნავია პალიმფსესტები - ხანმეტი, ჰაემეტი და სანნარევი ტექსტები.
ისტორიკოსებოს ცნობების მიხედვით, IV საუკუნეში არჩილ მეფის დროს ყოფილა ეპისკოპოსი მობიდანე, რომელიც საცდურ წიგნებს წერდა. ვარაუდობენ, რომ ეს წიგნები ქართულ ენაზე იწერებოდა.

Комментарии
Отправить комментарий