Сообщения

Сообщения за 2018

რომანტიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა

     რომანტიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა, წარმოიშვა მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში. ის იყო რეაქცია საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციისა და მასთან დაკავშირებული განმანათლებლობის მიმართ.  უნდა აღინიშნოს, რომ კაცობრიობის ისტორიაში XVIII საუკუნე ერთ-ერთი უშესანიშნავესი ხანაა. ამ დროს ევროპაში და უფრო კი მტკივნეულად საფრანგეთში სოციალურ ფენათა გიგანტური გადაჯგუფება ხდებოდა.      XVIII საუკუნის მანძილზე ახალი, სამოქმედოდ დარაზმული კლასი, ბურჟუაზია პრივილეგიებით აღჭურვილ სისხლის არისტოკრატიასთან უკანასკნელი გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებოდა. ამ სოციალური გადაჯგუფებისა და ამოქმედების შედეგი იყო XVIII ს-ის მეორე ნახევარი - საფრანგეტის დიდი ბურჟუაზიული რევოლუცია თავისი მოსამზადებელი ხანითა და გრანდიოზული შედეგებით. ეს ხანა კაცობრიობის ისტორიაში ძალთა არაჩვეულებრივი დაჭიმვის ხანაა.      საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ  XVIIIს-ის ცისკარი შეღება წარმტაცი იმედებით. ეს ხანა არაჩვეულებრივი და ძლიერი იყო არა მარტო საფრან...

1832 წლის შეთქმულბა

    XIX ს-ის 20-30-იანი წლების მიჯნაზე საქართველოს განთავისუფლებისა და ეროვნული სახელმწიფოს აღდგენისათვის ბრძოლას სათავეში ჩაუდგნენ ოქროპირ გიორგის ძე და დიმიტრი იულონის ძე ბაგრატიონები, ასევე მათთან დაკავშირებული პატრიოტთა დასი. პეტერბურგსა და მოსკოვში სხვადასხვა მიზნით ჩასული ქართველები ბატონიშვილების ოჯახში იყრიდნენ თავს. დიმიტრი ბაგრატიონის ბინაში ხშირად იკრიბებოდნენ ელიზბარ, ზაქარია და დიმიტრი ერისთავები, სოლომონ დოდაშვილი, ესტატე ჯავახიშვილი, სოლომონ რაზმაძე და სხვანი.      ოქროპირ და დიმიტრი ბაგრატიონებიც იმ აზრისა იყვნენ, რომ რუსეთის მთავრობამ დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, 1783 წლის მფარველობით-სამოკავშირეო ტრაქტატი შეცვალა რუსეთთან საქართველოს შეერთების მანიფესტით და მოსპო ქართული სახელმწიფო. მათი აზრით, რუსეთის წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლის პარალელურად საჭირო იყო საგარეო ძალის გამოყენებაც. ბატონიშვილებსა და მათ თანამოაზრეებს სჯეროდათ, რომ ინგლისის, საფრანგეთის და სხვა დიდ სახელმწიფოთა მთავრობებს შეეძლოთ დათმობაზე წაეყვანათ რუ...

< ქართული მწიგნობრობის შემოღება; დასაწყისი ქართული მწერლობისა >

     მსოფლიოში 3000-ზე მეტი ენაა. აქედან 14 ენას აქვს თავისი დამწერლობა, რომელთა შორისაა ქართული და რომელიც აღიარეს 5 ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის. ქართული ენა სამი სახისაა: მრგლოვანი, ნუსხურ-ხუცური და მხედრული.      ქართული მწიგნობრობის შემოღების საკითხთან დაკავშირებით ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს.      ქართველური ტომები უძველესი დროიდან დანაწილებული ყოფილან სხვადასხვა მონათესავე ენად, დიალექტად და კილოკავად. ამ ტომობრივმა და ენობრივმა ერთეულებმა, ეკონომიკურ და კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობათა ნიადაგზე თანდათანობით გაერთიანების პროცესში, საფუძველი ჩაუყარეს საერთო სასხელმწიფოებრივი და ლიტერატურილი ენის შექმნას. ამ შექმნის პროცესში ყველა ჩამოთვლილი ტომი ღებულობდა მონაწილეობას. თითოეულს საკუთარი წვლილი შეჰქონდა ამ საქმეში_ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები.     ეკანასკნელ წლებში კვლევა-ძიებამ წამოაყენა მოსაზრება, რომ უძველესი დროიდან არაბთა ბატონობის განმტკიცებამდე ჩვენში,  ქართველური ტომები გაერთიანებული იყვნენ იბერთა სამეფო...

კლოუნის თვალთახედვა - ჰაინრიხ ბიოლი

Изображение
კლოუნი რომ სმას დაიწყებს, უფრო სწრაფად დაეშვება ძირს, ვიდრე მთვრალი მეთუნუქე გადავარდედბა სახურავიდან. დუმილი კარგი იარაღია. მიწის შვილები ზეცის შვილებთან შედარებით მარტო ჭკვიანები კი არა, უფრო ადამიანურნიც და სულგრძელნიც არიან. შორიდან მაყურებელი ადამიანი - ამქვეყნად თითოეულისათვის ყველა შორიდან მაყურებელია - სხვის მდგომარეობას ან უფრო მუქ, ან უფრო ნათელ ფერებში აღიქვამს, ვიდრე თავად ის, ვისაც ეს უშუალოდ ეხება. სულერთია ბედნიერებას შეეხება ეს თუ უბედურებას, სიყვარულს, ჭმუნვას თუ შემოქმედებით მარცხს. იქ, სადაც ფული და ხელოვნება ერთმანეთს ხვდება, საქმეს ხეირიანი პირი არ უჩანს. ხელოვანს ან აკლებენ ფულს, ანდა იმაზე მეტს უხდიან, რასაც იმსახურებს. სიღარიბე საშინელებაა, მაგრამ უფრო ცუდია, როცა სიღარიბე თანდათან გითრევს. არადა ადამიანთა უმეტესობა სწორედ ამ დღეშია. კაცი ის არის, ვინც ყველაფერს უძლებს. ათეისტები მოსაწყენი ხალხია, მუდამ ღმერთზე ლაპარაკობენ. ვფიქრობ, ამქვეყნად არავინ მოიძებნება, კლოუნს რომ გაუგოს. კლოუნებსაც კი არ ესმით ერთმანეთისა. მათ შორის მუდამ იჩენს თავს შური ან უ...